6 წლის ბრიტანელი გოგონა სკოლის ეზოში ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში, ნიუკასლში 6 წლის გოგონას სკოლის ეზოში ხე დაეცა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent იუწყება. 

უბედური შემთხვევა Gosforth Park First School-ის ეზოში მოხდა.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.