80 წელს გადაცილებული ბრიტანელების ნახევარს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა

დიდ ბრიტანეთში, 80 წელს გადაცილებული ადამიანების ნახევარი კორონავირუსზე უკვე აიცრა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

ბრიტანეთის მოქალაქეებს COVID-19-ზე ვაქცინაცია Pfizer-ის მიერ შემუშავებული პრეპარატით უტარდებათ.

ინგლისში კარანტინი, შესაძლოა, მარტის თვეში გაუქმდეს.