89 წლის პიცის დამტარებელს მომხმარებლებმა 12,000 დოლარი აჩუქეს

აშშ-ში, 89 წლის პიცის დამტარებელს მისმა მუდმივმა მომხმარებლებმა 12,000 აშშ დოლარი შეუგროვეს. 

CNN-ის ინფორმაციით, დერლინ ნევეი წლებია Papa John's Pizza-შია დასაქმებული და კვირის განმავლობაში 30 საათი მუშაობს.

ოჯახმა, რომელიც პიცას მუდმივად მას უკვეთავს დერლინის დასამარებლად კამპანია წამოიწყო. ისინი ხანდაზმული მამაკაცის  ვიდეოებს TikTok-ზე აქვეყნებდნენ და მომხარებლებს შემოწირულობას სთხოვდნენ. TikTok ოჯახმა დერლინის დასახმარებლად 12,000 აშშ დოლარი შეაგროვა და მას ჩეკის სახით გადასცა.