90 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს სომალიში

 სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერაქტს სულ მცირე 90 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 17 პოლიციელია. აფეთქება პიკის საათში, ერთ-ერთ ბლოკპოსტზე მოხდა. ტერაქტის შედეგად, 100-მდე ადამიანი დაზარალდა. ადგილობრივების თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა სტუდენტია. გარდაცვლილია თურქეთის 2 მოქალაქეც. 

პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ამ ადგილას, ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ალ-შაბაბის მიერ მოწყობილი ტერაქტები ხშირი მოვლენაა. 

ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა, 10 წლის წინ ამოხების მოწყობა სცადა. თუმცა, ისინი 2011 წელს სომალის დედაქალაქიდან გააძევეს. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ქვეყნის ტერიოტორიის ნაწილზე კონტროლის დამყარება.