აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცმა და ბილ გეიტსმა COVID-19-თან ბრძოლა განიხილეს

აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა და კომპანია "Microsoft"-ის თანადამფუძნებელმა, ფილანტროპმა ბილ გეიტსმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს.

საუბრის მთავარი თემა კორონავირუს COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოება იყო.

"ჩემს ძვირფას მეგობართან, ბილ გეიტსთან საუბარში განვიხილე შეთანხმებული ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა, საერთაშორისო დაწესებულებებსა და კერძო სუბიექტებს შორის ჰუმანიტარული მუშაობის კუთხით თანამშრომლობის და კოორდინაციის გაფართოება", - წერს პრინცი "ტვიტერზე".

მისი თქმით, დაავადებებთან და მათ გავრცელებასთან ბრძოლაში მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, ასევე კორონავირუსის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიმართულებით ძალისხმევას უნდა დაუჭიროს მხარი.