აბუ-დაბიში ტურისტებს Pfizer-ითა და Sinopharm-ით აცრიან

აბუ-დაბი ტურისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Sinopharm-ის  ვაქცინებს სთავაზობს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურისტების ნაკადის ზრდას, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომი არ არის.

ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება აბუ-დაბის მიერ გაცემული ვიზის მფლობელთათვის, რომლის აღებაც ტურისტებს ქალაქში ჩასვლისთანავე შეუძლიათ.