ადამიანმა ობობამ რომის პაპს ნიღაბი აჩუქა - VIDEO

23 ივნისს რომის პაპს ადამიანი ობობას ფორმაში გამოწყობილმა პირმა ხელი ჩამოართვა და პირბადე აჩუქა. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება ეს პირი მატია ვილარდიტაა. 

მატია ვილარდიტა სუპერგმირების კოსტიუმებს ხშირად ირგებს და საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს ამხიარულებს.

შეხვედრის ბოლოს მატია ვილარდიტა რომის პაპს გაეცნო და საჩუქრად ადამიანი ობობას ნიღაბიც კი გადასცა.