ადენის აეროპორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

იემენის ქალაქ ადენში, აეროპორტში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ახალი მთავრობა ჩამოფრინდა. ისინი საუდის არაბეთიდან ჩამოვიდნენ. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაჭრილები.

თავად მინისტრები ინციდენტის დროს თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. ისინი არ დაშავებულან.