Adidas-მა LEGO-ს კონსტრუქტორისგან შექმნილი ფეხსაცმელი გამოუშვა

Adidas-მა კომპანია LEGO-ს კონსტრუქტორის პატარა კუბიკებისაგან შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა. ამის შესახებ განცხადება LEGO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მოდელის სახელია 10282 Adidas Originals Supersta. ფეხსაცმლის ყუთში ასევე სახელმძღვანელო ინსტრუქციაა მოცემული, რომელიც Adidas Superstar-ის შესახებ მოგვითხრობს. ფეხსაცმელს ასევე მოჰყვება  სპეციალურად მისთვის განკუთვნილი სტენდი.

ფეხსაცმელი გაყიდვაში 1 ივლისიდან გამოვა და მისი ფასი 140 ევროდან დაიწყება.