ადრიანო ჩელენტანო ეკრანზე ბრუნდება

ცნობილი იტალიელი მომღერალი, მსახიობი და შოუმენი ადრიანო ჩელენტანო ეკრანზე ბრუნდება.

81 წლის ჩელენტანო ტელეარხ Canale 5-ზე შოუს გაუძღვება, რომელსაც „ადრიანო“ ჰქვია.

არხის ხელმძღვანელების თქმით, გადაცემის სტუმრები ცნობილი მსახიობები, მომღერლები, მედია-პერსონაჟები და პოლიტიკოსები იქნებიან.