აფეთქება ქალაქ ზვორნიკში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები - VIDEO

სერბეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ზვორნიკში ავტოგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ავტომობილი ბუნებრივი აირის სატუმბს შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, 20 კი დაშავდა. 

ავტოგასამართ სადგურზე როგორც ბენზინი, ისე თხევადი აირი იყიდებოდა. 

აფეთქების შედეგად ავტოგასამართი სადგური მთლიანად დაიწვა.