აფეთქება სომხეთში - არის მსხვერპლი

სომხეთში აფეთქება მოხდა. 

სომხური მედიასაშუალებების ცნობით, ქალაქ ეჩმიაძინში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აფეთქდა. 

მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა 48 წლის კაცი, ხოლო ერთი დაშავდა. 33 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.