აფეთქებას 5 ბავშვი ემსხვერპლა

ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 5 და დაიჭრა 3 მოზარდი. ინფორმაციას TOLOnews-ი ავრცელებს. 

ადგილობრივი ხელისუფების განცხადებით, აფეთქება დაშთ-არჩის რაიონში, რელიგიურ სკოლის შენობაში მოხდა. დაჭრილებიც და დაღუპულებიც მოსწავლეები არიან.