აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

აფრიკის სახელმწიფოებში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 202 783 შემთხვევაა დადასტურებული. 5 540 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ტიპის კორონავირუსის დამარცხება 90 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.