აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 75 ათასს გადააჭარბა

აფრიკის სახელმწიფოებში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 75 498 შემთხვევაა დადასტურებული. 2 561 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ტიპის კორონავირუსის დამარცხება 27 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.