აღდამის რაიონის სოფელ შელიში აზერბაიჯანის დროშა აღიმართა

აზერბაიჯანის არმიამ აღდამის რაიონის სოფელ შელიში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა აღმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც მანამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფები იყვნენ განთავსებულები, ნაღმებისგან გაწმინდეს, რის შემდეგაც, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და აზერბაიჯანის დროშა აღმართეს.