აღდამის რაიონში აზერბაიჯანის მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა

აზერბაიჯანში, აღდამის რაიონში, სოფელ ერგი დიუზიუს მკვიდრი ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 17 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

ინციდენტის შედეგად, დაზარალებული მწყემსი აღჯაბადის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, დაზარალებულმა, აფეთქების შედეგად, მარცხენა ფეხი დაკარგა.