აღდამში "თურქული საბჭოს" დელეგაცია ჩავიდა

აზერბაიჯანში, ქალაქ აღდამში თურქულენოვან სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს (თურქული საბჭოს) დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ბაქოში "თურქული საბჭოს" წევრი სახელმწიფოების მინისტრებისა და მაღალი რანგის ოფიციალური პირების მესამე შეხვედრა გაიმართა.

"თურქული საბჭოს" გენერალურმა მდივანმა ბაღდად ამრეევმა აზერბაიჯანს საკუთარი მიწების ოკუპაციისაგან გათავისუფლება მიულოცა და მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.