საფრანგეთმა COVID-19-ით დაღუპულთა სტატისტიკა კვლავ არ წარმოადგინა

საფრანგეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში დაფიქსირებული გარდაცვალების ფაქტების სტატისტიკა არ წარადგინეს. მათი თქმით, ციფრები ორშაბათს, 25 მაისს განახლდება. 

შაბათს, კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან, 205-ით შემცირდა და 17178-ს შეადგენს.

ხუთშაბათის მდგომარეობით, ვირუსის შედეგად დაიღუპა სულ 28,215 ადამიანი.