ყაზახეთში აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყაზახეთში სამხედრო ნაწილის საწყობში აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მაშველები და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.