აინშტაინის ხელნაწერს აუქციონზე გაიტანენ

Christie’s-ის და Aguttes-ის აუქციონზე გასაყიდად ალბერტ აინშტაინის ხელწნაწერები გამოიტანეს, რომელშიც ფიზიკოსი ფარდობითობის თეორიას ამტკიცებს. ამის შესახებ გამოცემა Irish Times წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ხელნაწერი 1913-1914 წლებშია შესრულებული.

აუქციონი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 23 ნოემბერს გაიმართება.

ლოტის საწყისი ღირებულება 2 მილიონი აშშ დოლარი იქნება.