აინშტაინის წერილი აუქციონზე $1.2 მილიონად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის წერილი, რომელშიც E = mc2 ფორმულა არის ნახსენები, RR Auction-ზე  1.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, რაც მოსალოდნელ ღირებულებას სამჯერ აღემატება. 

ფიზიკოსის მიერ დაწერილი წერილის საწყისი ფასი 400 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

ფიზიკოს ლუდვიგ სილბერშტეინისათვის გერმანულ ენაზე გაგზავნილი ერთგვერდიანი წერილი 1946 წლის 26 ოქტომბრით თარიღდება.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქივისტები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში ამ ფორმულის მხოლოდ ოთხი ასლი მოიპოვება, რომელიც აინშტაინის ხელით არის დაწერილი.