Air Canada-ს თვითმფრინავი შასის გარეშე დაეშვა - VIDEO

კანადური ავიაკომპანია Air Canada-ს თვითმფრინავი ტორონტოს აეროპორტში ერთ-ერთი შასის გარეშე დაეშვა.

Airbus A319, რომლის ბორტზე 120 მგზავრი იმყოფებოდა, ნიუ-იორკიდან მოფრინავდა.

აფრენის დროს მას შასის ბორბალი მოძვრა.

პილოტებმა ლაინერის დაშვება მოახერხეს. დაშვებისას არავინ დაშავებულა.