აივ-ისგან ერთადერთი განკურნებული პაციენტი ლეიკემიით გარდაიცვალა

აშშ-ის მოქალაქე, ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელიც ერთადერთი ადამიანია, ვინც აივ-ინფექცია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ დაამარცხა, ლეიკემიით გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა პარტნიორმა, ტიმ ჰოფგენმა განაცხადა.

ბრაუნი ლეიკემიას 5 თვე ებრძოდა.

ტიმოთი რეი ბრაუნი 1966 წელს დაიბადა. ის "ბერლინის პაციენტის" სახელითაა ცნობილი. აივ-ის დიაგნოზი მას 1995 წელს, ბერლინში სწავლისას დაუსვეს.

2007 წელს ბრაუნს ლეიკემიის მკურნალობის ფარგლებში მას ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. მკურნალობის შემდეგ მას აივ-ზე იმუნიტეტი გამოუმუშავდა.