ახალ ზელანდიაში 4 ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა - VIDEO

ახალ ზელანდიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამის საფრთხე შექმნა. პირველი,7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ გისბორნში დაფიქსირდა. მას რამდენიმე საათში კიდევ უფრო ძლიერი, 7,5 და 8 მაგნიტუდის რყევები მოჰყვა. ბოლო მიწისძვრა შედარებით ნაკლები - 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ჯამში ახალ ზელანდიაში 20-ზე მეტი "აფტერშოკი" დაფიქსირდა.

 

სანაპირო ზოლის ზოგიერთ რაიონში ცუნამის საფრთხეა გამოცხადდა. ჩრდილოეთის კუნძულზე ათასობით მოსახლემ დატოვა სახლები და შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლა. ამ დროისთვის ცუნამის საფრთხე შედარებით შემცირებულია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას სანაპირო ზოლში ყოფნა ჯერ კიდევ აკრძალული აქვთ.