ახალ ზელანდიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროების მახლობლად 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 00:16 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან 181 კილომეტრის დაშორებით, 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მანამდე, 5 მარტს, ახალ ზელანდიაში ზედიზედ 4 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ გისბორნში დაფიქსირდა. მას  7.5 და 8 მაგნიტუდის რყევები მოჰყვა. ბოლო მიწისძვრა კი 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.