ახალ ზელანდიაში პარლამენტის შენობის ენეგროეფექტურობას გაზრდიან

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის ენერგოეფექტურობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Xinhua წერს.

ქვეყნის კლიმატის ცვლილებების მინისტრის, ჯეიმს შოუს თქმით, ახალი ზელანდიის პარლამენტი სამაგალითო უნდა გახდეს და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებისკენ მიმართული ზომები მიიღოს.

ამისთვის პარლამენტის სამსახურები სპეციალური ეკოლოგიური ფონდის დახმარებას მიიღებს და მზის პანელებისა და მანათობელი დიოდების სისტემას დააყენებს.

მოსალოდნელია, რომ ამ გზით პარლამენტი ნახშირორჟანგის გაფრქვევას მომავალი 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 1,690 ტონით შეამცირებს.