ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე (White Island) მოქმედი ვულკანის, ვჰაკარის გააქტიურებისა და ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი დაიღუპა, ათობით უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის უცხოელებიც არიან.

ფილიპინების სანაპიროზე, ფლენთის ყურეში, ვულკანის გააქტიურება დღისით 2:11 სთ-ზე მოხდა. ლავა და ფერფლი 12000 ფუტის სიმაღლეზე აღწევდა.

ვჰაკარი ადგილობრივების ენაზე ძლიერსა და სახიფათოს ნიშნავს - „ის, ვისაც შეუძლია, საკუთარი ძალა გაჩვენოს“ .