ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე (White Island) მოქმედი ვულკანის, ვჰაკარის გააქტიურებისა და ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 20-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე ჯერ კიდევ ნარჩუნდება, რის გამოც სამაშველო ოპერაცია შეფერხებულია. 

ფილიპინების სანაპიროზე, ფლენთის ყურეში, ვულკანის გააქტიურება 8 დეკემბერს, დღის 2:11 სთ-ზე მოხდა. ლავა და ფერფლი 12000 ფუტის სიმაღლეზე აღწევდა.

ვჰაკარი ადგილობრივების ენაზე ძლიერსა და სახიფათოს ნიშნავს - „ის, ვისაც შეუძლია, საკუთარი ძალა გაჩვენოს“ .