ახალი დეტალები ბრიტანეთის მუტირებულ ვირუსზე - VIDEO

ბრიტანეთის მუტირებულ ვირუსზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.  მეცნიერების განცხადებით, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი მეორე ლოქდაუნის დროს - ნოემბრიდან დეკემბრის პერიოდში ექსპონენციურად (რაც უფრო იზრდება რაოდენობა, უფრო მატულობს გავრცელების ტემპი) გავრცელდა. ინფორმაციას Independent ავრცელებს. 

სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის ეს შტამი დაფიქსირდა ლონდონში, კერძოდ მის სამხერთ-აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ახლა შეზღუდვების მეოთხე დონეა გამოცხადებული.

კორონავირუსის ახალ შტამთან - VUI-202012/01-თან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუტირებული ვირუსი ქვეყნის სხვა მხარეშიც აღმოაჩინეს.

პრემიერ ბორის ჯონსონის განცხადებით, არ არის იმის მტკიცებულება, რომ ვირუსის მუტირებული ვარიანტი უფრო სახიფათო , ან უფრო ფატალურია, თუმცა გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება.