ახალი წლის მასშტაბური ღონისძიებები ჩინეთში გაუქმდა

დღეს ჩინეთში ახალ წელს აღნიშნავენ, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, პეკინში დაგეგმილი საახალწლო მასშტაბური ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა, – ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავი შეიკავონ.

ჩინეთში ახალი წლის დღესასწაულს 25 იანვრიდან 8 თებერვლამდე აღნიშნავენ.