ახალი ზელანდიის ჰოსპიტალებში კოვიდინფიცირებულები აღარ დარჩნენ

ახალი ზელანდია აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტ მომენტს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან პირველად, ქვეყნის საავადმყოფოებში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ დარჩა.

"ამჟამად საავადმყოფოებში Covid-19-ით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ დარჩა. ბოლო კოვიდინფიცირებული მიდლმორის საავადმყოფოდან გაწერეს", - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტში.

ახალ ზელანდიაში ახლა ახალი კორონავირუსის 21 აქტიური შემთხვევაა, მაგრამ ინფიცირებულები სახლის პირობებში მკურნალობენ.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფიცირებულთა მატება კი 5 დღის განმავლობაში არ მომხდარა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში Covid-19-ით ინფიცირების 1 504 შემთხვევა იყო დადასტურებული, 21 ადამიანი გარდაიცვალა.