ახალი ზელანდიის მახლობლად 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის მახლობლად 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ბლაფიდან 680 კმ-ის მოშორებით, 2 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.