ალასკასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის ალასკას შტატის დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ სადაკიდიან 128 კილომეტრში, 39,6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.