ალასკაზე 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

28 თებერვალს, ალასკის სანაპიროებთან 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური აქვეყნებს.

გავრცელებული მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი  სოფელ ადაკიდან სამხრეთ-დასავლეთით 176 კმ-ის მოშორებით დაფიქსირდა, სადაც 332 ადამიანი ცხოვრობს. მიწისქვეშა ბიძგების  ორი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

ტერიტორიას განმეორებითი მიწისძვრა ან ცუნამის საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მსხვერპლის, ზარალის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.