ალი ასადოვი: ჩვენ სომეხ ერს არ ვეომებით

ჩვენ სომეხ ერს არ ვეომებით, ჩვენი ერთადერთი მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების დაწესებაა, - ამის შესახებ დსთ-ს ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელების სხდომაზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა განაცხადა.

ასადოვის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყველა დონეზე არაერთხელ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულმა და სომხურმა თემებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ.

"აზერბაიჯანს სხვის მიწაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია, თუმცა თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გეგმავს", - განაცხადა ალი ასადოვმა.