ალიევი: ოკუპაციისგან კიდევ 6 აზერბაიჯანული სოფელია გათავისუფლებული

ოკუპაციისგან კიდევ 6 აზერბაიჯანული სოფელია გათავისუფლებული, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი "ტვიტერზე" წერს.

"აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა ფიზულის რაიონის სოფელი არიში, ჯებრაილის რაიონის სოფელი დოშული, ხოჯავენდი რაიონის სოფლები ედიში, დუდუქჩუ, ედილი, ჩირაღუზი. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი - აზერბაიჯანია!", - წერს ალიევი.