ალიშა კისმა და Khalid-მა სიმღერაზე So Done კლიპი გამოუშვეს

მომღერალ ალიშა კისის Youtube-არხზე გამოჩნდა კლიპი სიმღერაზე "So Done", რომელიც მის მე-7 სტუდიულ ალბომში "Alicia" შევა. ის შემსრულებელ Khalid-თან ერთადაა ჩაწერილი.

"ეს სიმღერა იმაზეა, რომ ჩვენ სხვების გამო ჩვენი თავი არ უნდა შევცვალოთ და უარი უნდა ვთქვათ სხვების წარმოდგენაზე იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება", - ამბობს ალიშა კისი.

სიუჟეტის მიხედვით შემსრულებლები სკოლის გამოსაშვებ საღამოზე გამოდიან. მათთან ერთად ვიდეოკლიპში მსახიობი საშა ლეინიც მონაწილეობს.