ალპებში საშიში ვარდისფერი ყინული აღმოაჩინეს - PHOTO

იტალიის ალპებში მეცნიერებმა საშიში ვარდისფერი ყინული აღმოაჩინეს. მკვლევარების თქმით, ის პოტენციურ საფრთხეს შეიცავს და შესაძლოა, მყინვარების დნობა დააჩქაროს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

მეცნიერების თქმით, ყინულსა და თოვლს ამ ადგილებში ვარდისფერ შეფერილობას სპეციფიკური მცენარეები სძენს. ის იმ მცენარეებს ჰგავს, რომლებიც გრენლანდიაში იპოვეს.

საუბარია წყალმცენარეზე Ancylonema nordenskioeldii. ის ნეგატიურად მოქმედებს პროცესზე, რომლიც დროს მზის გამოსხივებას ყინული უკან, ატმოსფეროში ირეკლავს. შედეგად, ყინული სითბოს შთანთქავს და ჩვეულებრივზე მალე დნება.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს წყალმცენარეები ადამიანების ქმედებების, ასევე მათ მიერ დანაგვიანების შედეგად ჩნდება.