ალპებში ტრავმირებული ძროხები ვერტმფრენის დახმარებით გადაარჩინეს

შვეიცარიის ალპებში, საძოვრებში 10 ძროხა დაშავდა, რომლებიც ხეობაში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მათ გამოსაყვანად ვერტმფრენები გამოიყენეს.

სამაშველო ოპერაცია ზღვის დონიდან თითქმის 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობდა. ძროხები ტროსებით უსაფრთხო ადგილას სათითაოდ გადაჰქონდათ.

დანარჩენმა ათასმა ძროხამ ქვევით ჩამოსვლა დამოუკიდებლად შეძლო.

შვეიცარიის ალპებში, მაღალმთიან საძოვრებში ძროხები, როგორც წესი, მთელ ზაფხულს ატარებენ.