ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ვაქცინამ პრეკლინიკური კვლევები გაიარა

სამხრეთ ფლორიდის ჯანდაცვის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების დროს ადამიანს მის დინებას შეუმსუბუქებს. პრეპარატმა პრეკლინიკური კვლევები უკვე გაიარა.

წინასწარი ცდების დროს დადგინდა, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება იწვევს იმუნურ პასუხს ამილოიდურ ფოლაქების წარმოქმნის წინააღმდეგ. ეს პროცესი ნერვული უჯრედების სიკვდილს, და შედეგად, ალცჰაიმერის სინდრომს იწვევს.

თავდაპირველად ცდები ლაბორატორიულ თაგვებზე ტარდებოდა. ექსპეტიმენტის დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მღრღნელებში მეხსიერების დაქვეითება მნიშვნელოვნად შენელდა.