ალჟირის სანაპირო დაცვის ვერტმფრენი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა

ალჟირის სანაპირო დაცვის სამხედრო ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილოეთში ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ტიპასას პროვინციის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად, ერთი სამხედრო პირი დაიღუპა. ხოლო ვერტმფრენში მყოფი დანარჩენი ჯარისკაცებს ამ დრომდე ეძებენ.

უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.