ალჟირსა და მაროკოში თოვლი მოვიდა

ალჟირისა და მაროკოს ტერიტორიაზე მდებარე უდაბნოში თოვლი მოვიდა.

ამ სეზონზე რეგიონში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნალექი შეინიშნება.

შედეგად ქვიშა თოვლმა დაფარა.

უამინდობამ საავტომობილო მოძრაობას შეუქმნა პრობლემა. ამასთან თოვლმა ზამთრის კურორტები, იფრანი და აზრუ გამოაცოცხლა.