ამ ადამიანებისთვის "ომიკრონი" განსაკუთრებით საშიშია - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადამიანების სამი კატეგორია გამოყო, რომელთათვისაც კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" განსაკუთრებით საშიშია.

ესენია: ხანდაზმულები, აუცრელები და ისინი, ვისაც თანმდევი დაავადებები აქვს.

"ომიკრონით" ინფიცირების შემდეგ სიკვდილის რისკი ასაკთან ერთად იზრდება. ჩვენ ასევე გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მინიმუმ ერთი თანმდევი დაავადების მქონე ადამიანები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან", - აღნიშნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, "ომიკრონი" ნამდვილად უფრო იოლი ფორმით მიმდინარეობს.

"მიუხედავად ამისა, ასობით ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში საავადმყოფოებშია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.