ამანში რომაული აბანოები აღმოაჩინეს

იორდანიის დედაქალაქში გათხრების დროს რომაული არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს, რომელშიც აბანოები და კრემატორიუმი იყო განთავსებული. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა The Independent ავრცელებს.

არქეოლოგები ამბობენ, რომ რომაული ამფითეატრის წინ ნაპოვნი რომაული აბანოები მეორე საუკუნით თარიღდება.

ისტორიკოსების თქმით, ეს ადგილები მდინარე ამანმა 1964-1971 წლების პერიოდში მთლიანად დატბორა, ამიტომ სასიხარულოა, რომ ამ არქეოლოგიური ძეგლის კვალი არ დაიშალა.