Amazon-მა თანამშრომლებს Tik Tok-ის წაშლა მოსთხოვა

კომპანია Amazon-მა თანამშრომლებს მობილური ტელეფონებიდან და იმ მოწყობილობებიდან, რომლებსაც კორპორაციულ ელ-ფოსტაზე წვდომა აქვთ,  TikTok-ის აპლიკაციის წაშლა მოსთხოვა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომლების მოწყობილობებიდან კორპორაციულ მეილებს წაშლია.

ხელმძღვანელობის განცხადებით, თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ TikTok-ის ბრაუზერისთვის განკუთვნილი ვერსია.  შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ დაინსტალირებულ აპლიკაციაზე.

Amazon-ის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება  "უსაფრთხოების რისკების" გათვალისწინებით იქნა მიღებული. თუმცა, მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანამშრომლებს მეილები შეცდომით გაეგზავნათ და აპლიკაციის წაშლა საჭიროებას არ წარმოადგენს.