"ამაზონი" COVID-19-ის ტესტების წარმოებას დაიწყებს

მსოფლიო ინტერნეტგაყიდვების გიგანტი "ამაზონი" COVID-19-ის ტესტების საწარმოებლად ლაბორატორიის მშენებლობას იწყებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ტესტების წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება. 

პროექტის განხორციელებაში წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართულები. "ამაზონის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ, იმ პირობებში, როდესაც ტესტები მთელ მსოფლიოში შეზღუდული რაოდენობითაა და ის ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა, ამ წარმოების დაწყება კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,.

ტესტების წარმოების შემდეგ, კომპანია, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარ თანამშრომლების რეგულარულად ტესტირებას გეგმავს.