ამაზონის ჯუნგლებში რეკორდული გვალვაა

სამხრეთ ამერიკის დიდი ნაწილი ახლა ყველაზე საშინელ გვალვას განიცდის, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში არ უნახავთ. საფრთხეშია რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს წყალსადენი, პარანას წყლის სისტემა, რომლის რესურსებზე ბრაზილიის, პარაგვაისა და არგენტინის მილიონობით მაცხოვრებელია დამოკიდებული. ამის შესახებ BBC წერს.

სპეციალისტების თქმით, ამის მიზეზი ბუნებრივი ფენომენი ლა-ნინიაა, რომელიც ამინდის პირობებს არღვევს. ამასთან, გვალვაზე ამაზონის ჩრდილოეთით ტყეების გაჩეხვაც მოქმედებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წვიმის ნაკლებობამ, შესაძლოა, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში და პანტანალის ჭაობებში ძლიერი ხანძარი გამოიწვიოს.