ამერიკელი რეპერი DOT არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებს

ამერიკელი პროდუსერი და რეპერი ჯოშ სტოუნი, რომელიც სასცენო ფსევდონიმ DOT-ით არის ცნობილი, მომღერალ არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ არიანას ახალი სიმღერა “7 Rings” მისი “You Need It, I Got It-ის” პლაგიატია. 

სტოუნი ითხოვს, რომ გრანდემ სიმღერიდან შემოსული თანხა გაუნაწილოს და სასამართლომ სიმღერის შემდგომი შესრულება და გავრცელება აკრძალოს. მისი თქმით, ეს სიმღერა - “You Need It, I Got It” 2017 წლის იანვარში დაწერა, ხოლო ზაფხულში მან ჩანაწერი Universal Music Group-ში გაგზავნა. 

მათ შორის, ვისაც სიმღერის მოსმენა შეეძლო, პროდიუსერი თომას ბრაუნიც იყო, რომელიც  არიანა გრანდის ყველა ალბომზე მუშაობდა. 

ჯოშმა დაამატა, რომ შეხვედრაზე ბრაუნი მისი მუსიკით დაინტერესდა და თანამშრომლობის პერსპექტივაზეც მიანიშნა.