ამერიკელი სამხედროების უცნაურმა ტვიტმა მსოფლიო შეაშინა - PHOTO

გლობალური ინტერნეტის მომხმარებლები პანიკამ მოიცვა. მისი საფუძველი აშშ-ის არმიის სტრატეგიული სარდლობის ტვიტი გახდა. ეს უწყება ქვეყნის ბირთვულ არსენალზეა პასუხისმგებელი, ამიტომ მომხმარებლებს შეეშინდათ, რომ ახალი ატომური ომი იწყება.

უწყების შეტყობინებაში, რომელიც "ტვიტერზე" გამოქვეყნდა, ასოების და სიმბოლოების უცნაური ნაკრები იყო.

მომხმარებლებმა ეს საიდუმლო კოდად და დაშიფრულ სიგნალად აღიქვეს და პოსტზე მალევე ურიცხვი კომენტარი დატოვეს.

ადამიანები ბუკნერებში დამალვის ინიციატივითაც გამოდიოდნენ.

სამხედროებმა ტვიტი მალევე წაშალეს და ბოდიში მოიხადეს. მათ მომხმარებლებს სთხოვეს, პუბლიკაციისთვის ყურადღება არ მიექციათ, თუმცა ამგვარი უცნაური შეტყობინების მიზეზი არ დაუსახელებიათ.